ქართული English
მთავარი პროდუქცია გალერეა სერვისი კონტაქტი
ჩვენს შესახებ
 
"გრინსერვისი" ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენი საქმიანობაა ტერიტორიის ლანდშაფტური დაგეგმარება, დენდროპროექტების შედგენა, მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლა. მომხმარებელს ვთავაზობთ გამოცდილი დიზაინერებისა და მებაღეების პროფესიონალურ კონსულტაციას.

ჩვენ ვასრულებთ ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოებს, სადრენაჟე და სარწყავი სიტემების მოწყობას, გზა-ბილიკების მოკირწყვლას, განათების სისტემის მონტაჟსა და ურბანული ავეჯით უზრუნველყოფას.

"გრინსერვის"-ს გააჩნია ერთ-ერთი უდიდესი სასათბურე და სანერგე მეურნეობა საქართველში, სადაც ხდება დეკორატიული ფოთლოვანი, წიწვოვანი მცენარეების და ყვავილების გამოყვანა. ვამზადებთ სხვადასხვა შემადგენლობის გრუნტის ნაზავს, ინდივიდუალურად, მცენარეთა სახეობებისათვის. გთავაზობთ ნოყიერ მიწასა და ტორფს თქვენი მცენარეებისათვის.

ჩვენ ვეწევით მცენარეების იმპორტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და შეგვიძლია, შემოგთავაზოთ იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ყვავილებისა და ნერგების ფართო არჩევანი წლის ნებისმიერ პერიოდში, თქვენთვის სასურველ ვადებში.

Greenservice Greenservice
Greenservice Greenservice
Greenservice Greenservice
© Greenservice Sani Design