"გრინსერვისი" 2007 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. მისი ძირითადი საქმიანობაა სარეკრიაციო სივრცეების, ბაღების, სკვერების და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა. ასევე, უზრუნველყოფს ევროპური ხარისხის საქონლის მიწოდებას. კომპანიას გააჩნია საკუთარი სანერგე და სასათბურე მეურნეობა.
დაარსების დღიდან "გრინსერვისი" მონაწილეობს ქვეყნის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და თავის პროფესიონალ და კვალიფიციურ გუნდთან ერთად ცდილობს წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.